„ჩემი ლაშას მკვლელმა, ბარში ყელი გამოჭრა 18 წლის ბიჭს, მანამდე ბარმენი დაჭრა“ – რა ხდება ცნობილი „რატის ბარში“ ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ?

5 hours ago 3

ორი დღის წინ, 11 მა­ისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლი­სის ერთ-ერთ ბარ­ში და­წყე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და.

მოკ­ლუ­ლია 18 წლის ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლი. სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა დი­ლის სა­ა­თებ­ში მოხ­და. ერთი ვერ­სი­ით, ალე­კომ დამ­ნა­შა­ვეს ბარ­ში შემ­თხვე­ვით მხა­რი გაკ­რა, ამას მოყ­ვა საქ­მის გარ­ჩე­ვა და ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ბარ­ში და­ი­წყო და ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და. დამ­ნა­შა­ვემ ახალ­გაზ­რდას ყე­ლის არე­ში და სხე­უ­ლის სხვა ად­გი­ლებ­ში და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

მოკ­ლუ­ლი 18 წლის ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლი

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.გ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.პ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ი.გ.-მ, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ბარ­ში სტუმ­რად ყოფ­ნი­სას, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ამა­ვე ბარ­ში მყო­ფი, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.შ. ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ა.შ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ი.გ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქტს შე­ეს­წრო რ.პ., თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში “რა­ტის ბარ­ში” მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით, ხოლო მე­ო­რე პირს – და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა.

  • სა­ზა­რელ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა ი.გ.-ის მიერ მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას დედა. რო­გორც დოდო მა­ი­სა­ძე წერს, წლე­ბის წინ ივა­ნე გიგ­ლე­მი­ან­მა მისი 18 წლის შვი­ლი – ლაშა მოკ­ლა, ასე­ვე დაჭ­რი­ლი ჰყავს ბარ­მე­ნი.

დე­დის გან­ცხა­დე­ბით, ივა­ნე გიგ­ლე­მი­ან­მა მისი შვი­ლი, 18 წლის ლაშა მოკ­ლა

“მა­პა­ტი­ეთ, მა­პა­ტი­ეთ ჩემო კარ­გო ადა­მი­ა­ნე­ბო ორი დღეა გიჟს ვგა­ვარ. ჩემი 18 წლის ლა­შას მკვლელ­მა, ივა­ნე გიგ­ლე­მი­ან­მა, ბარ­ში ყელი გა­მოჭ­რა 18 წლის ბიჭს იმ მი­ზე­ზით რომ შემ­თხვე­ვით მხა­რი გაკ­რაო. რო­დემ­დე ხალ­ხო, რო­დემ­დე უნდა ხო­ცოს ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ამ ცივ­სის­ხლი­ან­მა მკვლელ­მა.

ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბამ­დე ბარ­მე­ნი დაჭ­რა, მერე მე მო­მიკ­ლა შვი­ლი. მი­უ­სა­ჯეს 26 წელი, შე­ე­ხო ამ­ნის­ტია, გა­მო­ვი­და, შემ­დეგ ბიჭი დაჭ­რა. ისევ იჯდა, გა­მო­ვი­და, ახლა ბიჭს ყელი გა­მოჭ­რა. რო­დემ­დე…

15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბაო. შე­იძ­ლე­ბა მისი გა­რეთ ყოფ­ნაა? მე ხომ ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად მიქ­ცია, ჩემი ლა­შას და იმ ბი­ჭის ცოდ­ვით ცი­ხე­ში უნდა დალ­პეს,“ – წერს დდო­დო მა­ი­სა­ძე.

სრულად წაკითხვა