მასწალებელს, ნინო გელდიაშვილს მეორე შვილიც გარდაეცვალა- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს"
"ჩემი ნაბოლარაც, იოსები - ჯოზიკო, აღარ მყავს. სულ ერთად იყვნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნეტავ მჯეროდეს, რომ ერთად და კარგად არიან. სულ მინდოდა საუკეთესო დედა ვყოფილიყავი და თურმე ურჩხული ვყოფილვარ. მიხედე შენს ძმას, რასაც ყოველთვის აკეთებდი. ჯოზიკოს, გარდაცვალების მიზეზია - სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები, რომლებიც მჭრელი და მჩხვლეტავი იარაღით იყო მიყენებული. რა მოხდა? არ ვიცი," - წერს ნინო გელდიაშვილი.
გასულ წელს, ნინო გელდიაშვილის უფროსი ვაჟი, ექიმი-ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილი ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.
წყარო: palitravideo.ge
sport24