WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პროსახელისუფლებო, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ წილები ხელახლა გადანაწილდა. ცვლილებების შედეგად, ტელევიზიის მფლობელი კომპანიის წილები ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად, 25-25 პროცენტით განაწილდა.

საჯარო რეესტრში წარდგენილი 16 ოქტომბრის დოკუმენტების მიხედვით, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“, რომლის მეშვეობითაც ტელეკომპანია „იმედს“ ფლობენ, წილები სრულად დათმეს კომპანიამ „პრაიმ მედია გლობალმა“, ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია სონღულაშვილმა.

ახალი განაწილება ასეთია:

  • მარიამ (მაკა) ლომიძე, 25%, მანამდე ფლობდა 10%-ს;
  • ირაკლი ჩიხლაძე, 25%, მანამდე ფლობდა 10%-ს;
  • მაია ჩიგოშვილი, 25%, მანამდე ფლობდა 10%-ს;
  • მაგდა ანიკაშვილი 25%, კომპანიის ახალი მეწილეა.

ცვლილებამდე „პრაიმ მედია გლობალი“ კომპანიის 50%-ს ფლობდა, დანარჩენი 50% კი ხუთ ფიზიკურ პირზე, თითოეულზე 10-10 პროცენტით, იყო გადანაწილებული.

„პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ილია მიქელაიშვილია.

რადიო თავისუფლება ცდილობს „იმედის“ მოქმედ და ყოფილ მეწილეებთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, გაიყიდა თუ არა ტელეკომპანია. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

როგორ გაიყიდა „იმედი“

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვის შესახებ 2026 წლის 6 თებერვალს განაცხადა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ „პრაიმ მედია გლობალმა“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად შეიძინა.

მაშინვე ცნობილი გახდა, რომ კომპანიის 50% „პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში დარჩებოდა, ხოლო დანარჩენი 50% ტელევიზიის დირექტორსა და მის ოთხ მოადგილეს გადაეცემოდა.

„პრაიმ მედია გლობალის“ მფლობელი ილია მიქელაიშვილი აცხადებდა, რომ ტელეკომპანიასა და მთლიანად მედიაჰოლდინგში სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა.

2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების საფუძვლად უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა.

სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღეს ირაკლი რუხაძემ და კიდევ სამმა წევრმა „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.