"ძალიან რთული და მძიმე ბავშვობა მქონდა" - რა რთული გზა გამოიარა გოგა მანიამ

6 hours ago 3

გოგა მანიამ "პრაიმტაიმთან“ ისეთ თემებზე ისაუბრა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის.

" - დავიწყოთ ბავშვობით...

- ძალიან რთული და მძიმე ბავშვობა მქონდა, არავის ეგონა თუ გადავრჩებოდი. უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა, სულ გადასხმებზე ვიყავი, მახსოვს, რომ მქონდა სისხლის დეფიციტი, ჰემოგლობინის ვარდნა, ეპილეფსია. ფაქტობრივად არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი. ჩემთან ბავშვები არ თამაშობდნენ, ვიყავი ძალიან ჩაკეტილი და ყოველთვის სხვანაირად ვაზროვნებდი. 6 წლის ასაკში, დამემართა ბატონები, ღრმა სოფლებში, ასე ეძახიან, რასაც საშველი ვერ მოეძებნა და ძალიან გამიმძაფრდა. არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მიშველიდა, საკუთარ თავთან ძალიან დიდი ბრძოლები გავიარე... მხოლოდ დედას დავყვებოდი, მხარზე მედო თავი, ძალაწართმეული ვიყავი. როდესაც დედა დავკარგე, უხილავი ძალა მომეცა... გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველო დავტოვე. სწორედ მერე დაიწყო ჩემი ტრანსფორმაცია. ყველაფერს მარტო ვაკეთებდი. ძალიან რთული გზა გამოვიარე აქამდე. უამრავ პროფესიას მივედ-მოვედე, რომ ის საქმე, რასაც ახლა ვემსახურები, არ გამეკეთებინა, იმიტომ, რომ ეს მაშინებდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარაობიდან მომყვება. თუმცა, სხვა ვერავინ ვერ დამეხარა. აი სწორედ ის ტკივილი, მე ძალად ვაქციე... აქამდე ისე მოვედი, რომ ძალიან რთული გზა გავიარე, თუმცა არაფერს არ ვნანობ... მე დღეს, არანაირი შეყვარებულისთვის არ დავთმობ საკუთარ სამყაროს და სამსახურს, რადგან უკვე ძალიან გვიანია...

- ერთადერთი ქართველი ხართ, ვინც არის დაკავებული ეგზორციზმით? რამდენად რთულია ამ ძალებთან შეჭიდება?

- ეგზორციზმი, ეს არის ეშმაკისეულით შეპყრობა, სხვადასხვა დაბალი ვიბრაციებით, წარსულის ვალდებულებებით და ნუსხის დაზიანებით. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ჩემთვის, რადგან, ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ ძალიან მიჭირს ძალების აღდგენა, ყველანაირი ენერგია მერთმევა. თუმცა, ვიბადები თავიდან, ისევ ადამიანების იმედით და მათი გადარჩენის სურვილით.

- საზოგადოება ხშირად გეკითხებათ აკეთებთ თუ არა ცუდს, რას ეტყოდით მათ...

ერთს ვიტყვი, მათ ჩემი ზუსტად ის გზა უნდა გამოარონ და მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრის გავლის შემდეგ ისევ შეინარჩუნონ გულწრფელობა. ვიცი ერთი რაღაც... ცუდი გამიკეთებია თუ არა სხვისთვის? ადამიანი, რომელიც სრულიად ამ საქმეს ემსახურება, მასთან არიან სხვადასხვა სახის დამცველები, მე იმდენად გულწრფელი ვარ, რომ არ მჭირდება ვინმეს ცუდი გავუკეთო, ეს თავისთავად, კარმულად მოხდება" - ნათქვამია ინტერვიუში.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სრულად წაკითხვა