ძალიან ცოტა - რა თანხა გამოიმუშავა ლაშა გურულმა ჯეიმს ფრენსისის დამარცხებით

1 day ago 3

ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, კარიერის მეორე პროფესიული ბრძოლა წარმატებით ჩაატარა. 28 წლის სპორტსმენმა ბრიტანელი ჯეიმს ფრენსი მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პროფესიულ კრივში დიდი პოტენციალი აქვს.

გურულის სადებიუტო ბრძოლა მარტში რუსთავში გაიმართა, სადაც მან განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა. ორივე ბრძოლა ორგანიზებული იყო Martlab Boxing Promotion-ის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ გურულის მეორე ორთაბრძოლაა პროფესიულ არენაზე, მისი ანაზღაურება ამჯერად დაახლოებით 5 000 დოლარს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა მეტოქე ფრენსის ჰონორარს — 25 000 დოლარს. ეს უთანასწორობა, დიდი ალბათობით, ბრიტანელის უფრო ხანგრძლივ პროფესიულ გამოცდილებას უკავშირდება: ჯეიმს ფრენსი რინგზე 2022 წლიდან ასპარეზობს, ლაშა კი — 2025 წლიდან.

სრულად წაკითხვა