ამ წუთებში ძლიერი ქარის გამო სტამბოლი–ბათუმის ავიარეისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომა არ შეუძლია.
თვითმფრინავი ამ დროისთვის ბათუმის თავზე მანევრირებს და ეძებს უსაფრთხო დაჯდომის შესაძლებლობას.
ბათუმში ამ დროისთვის ძლიერი ქარია, რაც თვითმფრინავის დაშვებას ართულებს.
წყარო: „აჭარა თაიმსი“