წუხელ ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს…” – როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა: ახალი დეტალები

11 hours ago 3

ამ დრომ­დე მძი­მეა, გუ­შინ ხა­შურ­ში და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ნანა ხი­ხა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ის გვი­ან ღა­მით უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი რე­ა­ნი­მო­ბი­ლით თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ხა­შურ­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გუ­შინ დი­ლით სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძეს სახ­ლში სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა, მისი 9 წლის შვი­ლი ლუკა ბარ­ბა­ქა­ძე უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ხოლო მე­უღ­ლე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა. ქალი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა.

დღის ბო­ლოს კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

“ამ ეტაპ­ზე, არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. გრძელ­დე­ბა კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი მას შემ­დეგ გვექ­ნე­ბა, რაც ყვე­ლა კვლე­ვის პა­სუხს მი­ვი­ღებთ. საკ­ვე­ბის სა­ხით მი­ღე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზეც არის ეჭვი, რო­მე­ლიც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია გაგ­ზავ­ნი­ლი. ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რო­დის იქ­ნე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან პა­სუ­ხე­ბი. სა­ბო­ლო ჯამ­ში მათი პა­სუ­ხე­ბი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­დამ­წყვე­ტი. გა­მო­რი­ცხუ­ლია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი, თუმ­ცა ჯერ კი­დევ რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო დი­აგ­ნო­ზი” – გა­ნა­ცხა­და გუ­შინ კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა.

გუ­შინ­ვე გვი­ან ღა­მით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ქალი თბი­ლი­სის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის და ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ამ დრომ­დე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთ ვერ­სი­ად, საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვენ დღე­საც და­ვუ­კავ­შირ­დით ხა­შუ­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, ბა­ტონ და­ვით ჩი­ქო­ვანს, ის ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ ვერ სა­უბ­რობს თუ რა გახ­და ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და ელო­დე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნა დე­დის პირ­ნა­ღე­ბი მა­სა­ლა და ასე­ვე ზონ­დით კუ­ჭი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მასა, ამ მა­სა­ლის კვლე­ვით უნდა გა­ირ­კვეს, რამ გა­მო­იწ­ვია ინ­ტოქ­სი­კა­ცია. ასე­ვე დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა­ზე თა­ვის მხრივ მუ­შა­ობს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რიც, რომ­ლებ­მაც ბარ­ბა­ქა­ძე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­ი­ღეს და ისი­ნიც ელო­დე­ბი­ან სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან პა­სუ­ხებს.

“ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­ლო­დე­ბით პა­სუ­ხებს, გუ­შინ­ვე გა­იგ­ზავ­ნა მა­სა­ლა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ ჯერ პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. მარ­თა­ლია სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი საკ­ვებ­ზე ცალ­კე ატა­რებს ექ­სპერ­ტი­ზას, მაგ­რამ ჩვენ და­მა­ტე­ბით ბი­ნი­დან პო­ლი­ცი­ის მიერ ამო­ღე­ბულ საკ­ვებ­საც ვაგ­ზავ­ნით ახლა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და იქაც მოხ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. ლუ­გა­რის პა­სუ­ხი არა­ფე­რი არ მაქვს და ჯერ არ ვი­ცით რო­დის მოვა პა­სუ­ხე­ბი.

გუ­შინ ჩა­ვი­და კუ­ჭის შიგ­თავ­სის მა­სა­ლა და და­მა­ტე­ბით ვაგ­ზავ­ნით საკ­ვებს. გო­რი­დან მი­აქვთ ახლა ყვე­ლა­ფე­რი, რაც იყო სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ. ლუ­გარ­მა გვთხო­ვა ისიც გა­მო­აგ­ზავ­ნეთ და იმა­საც შე­ვა­მოწ­მებ­თო. პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ცით რომ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როც ატა­რებს ექ­სპერ­ტი­ზას სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­წო­დე­ბულ მა­სა­ლა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის დე­დას, აქე­დან ისევ ისე, ინ­ტუ­ბი­რე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნეს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად” – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ხა­შუ­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ჩი­ქო­ვა­ნი.

სრულად წაკითხვა