ჭიდაობა | რობერტ კობლიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

1 month ago 36
  • ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გერმანელ მეტოქეს 2:1 სძლია
  • ოლიმპიური თამაშების დასკვნითი სალიცენზიო ტურნირი 9-12 მაისს ჩატარდება

30 წლის რობერტ კობლიაშვილი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების პირველი წევრი გახდა, რომელმაც პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. კობლიაშვილმა წარმატებას აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირზე მიაღწია, სადაც 3 გამარჯვება იზეიმა.

რობერტმა პირველ შეხვედრაში იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილს 3:1 სძლია, მეოთხედფინალში გადამწყვეტი გდება ბოლო წამზე განახორციელა და ნორვეგიელ ფელიქს ბალდაუფს ასევე 3:1 მოუგო, ნახევარფინალში კი გერმანიის სახელით მოასპარეზე ლუკას ლაზოგიანისს 2:1 სძლია.

ვინაიდან ბაქოში ოლიმპიადის საგზურები შეჯიბრის ფინალისტებს ერგებოდათ, კობლიაშვილმა მთავარ მიზანს მიაღწია და როგორც აღვნიშნეთ, ბერძენ-რომაელთა ნაკრებს პირველი ლიცენზია მოუტანა.

დღესვე ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის ბრძოლაში ლერი აბულაძე (60 კგ.), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), იური ლომაძე (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) ჩაებნენ, თუმცა, მათ წარუმატებლად იასპარეზეს და პარიზში გასამგზავრებლად ბოლო შანსი 9-12 მაისს ექნებათ, როდესაც მსოფლიო სალიცენზიო დასკვნითი ტურნირი ჩატარდება (ამ შეჯიბრზე თითო წონაში 3 ლიცენზია გაიცემა).

სრულად წაკითხვა