წუხელ ღამით მკვლელობა მოხდა ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკუთარი მანქანით მიმავალი კაცი ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე ჩაცხრილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.