საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას ხელოვნების რაინდის წოდება მიენიჭა. ეს ჯილდო მან მოდასა და კულტურაში განვითარებული განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.
საპატიო მედალი და ხელოვნების რაინდის წოდება BALENCIAGA -ს კრეატიულ დირექტორს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა პარიზში პირადად საზეიმო ვითარებაში გადასცა. დემნა უკვე 10 წელია BALENCIAGA -ს ხელმძღვანელობს.
ეს არის პირველი შემთხვევა ქართული მოდის ისტორიაში, როდესაც დიზაინერი საქართველოდან, რომელიც ხელოვნების რაინდის წოდებითა და მედლით საფრანგეთმა დააჯილდოვა.
დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დიზაინერია. მისი სამოსით თავს მსოფლიოს ვარსკვლავები იწონებენ.