ხვიჩა კვარაცხელია: ამიტომ ვალდებული ვარ, მშვიდი და თავმდაბალი ვიყო

2 months ago 42

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ადიდასისთან" კონტრაქტი გააფორმა და მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, ერთ-ერთ სარეკლამო ინტერვიუში ნაპოლიზე, მის ფანებზე, ჩემპიონთა ლიგასა და ვარსკვლავურ ყოფაზეც ისაუბრა. 

…ნაპოლისა და ფანებზე: "ნეაპოლში ბედნიერი ვარ, რადგან კლუბის გულშემატკივრები მართლაც ფანტასტიკურები არიან. მათ საოცრად უყვართ ფეხბურთი და ამაყი ვარ იმ დამოკიდებულების გამო, რომელიც ჩემს მიმართ აქვთ. ნაპოლი დიდი კლუბია, თავისი ლეგენდარული მოთამაშეებით. აქ გამოდიოდა მარადონა - საუკეთესო ფეხბურთელი, ნაპოლი კი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში".

…მეტსახელ კვარადონაზე: "მარადონა ნაპოლის ღმერთია. სასიამოვნოა, როდესაც მას გადარებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, თავად მას ვერ შევედრები, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ისტორიაში. ბუნებრივია, ძალიან ვამაყობით იმით, რომ გულშემატკივრები “კვარადონას” მოწიოდებენ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს".

…ჩემპიონთა ლიგაზე: "ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა ჩემი ოცნება იყო. სიზმარშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე მოედანზე ვიდგებოდი და მას მოვისმენდი. ფანტასტიკური განცდა დამეუფლა, როდესაც ეს პირველად მოხდა. ეს ოცნების ახდენა იყო. ამან მომცა მოტივაცია, კიდევ უფრო მეტად მონდომებული ვყოფილიყავი".

…ვარსკვლავურ ყოფაზე: "ეს არ არის იოლი. მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ, ყველასთვის მისაბაძი ხარ. საქართველოში ბავშვებს განსაკუთრებით ვუყვარვარ, ისინი ჩემგან მაგალითს იღებენ და ამიტომ, ვალდებული ვარ, მშვიდი, თავმდაბალი ვიყო და როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა, მაქსიმუმი გავაკეთო".

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022/23 წლების სეზონის წინ გადავიდა და კლუბთან ერთად "სკუდეტო" მოიგო, თავად კი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ სეზონში ქართველი შემტევის ანგარიშზე ყველა საკლუბო ტურნირის 37 მატჩში გატანილი 10 გოლი, შესრულებული 6 საგოლე გადაცემა და მოპოვებული 2 პენალტია.

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას 1/4-ფინალში, ბარსელონასთან წაგების შედეგად გამოეთიშა. გუნდი გამოსვლას სერია A-ში აგრძელებს და სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. ნაპოლი მომდევნო ტურში, 17 მარტს, სტუმრად მილანის ინტერს დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა