ხვიჩა კვარაცხელია ისევ ცალკე ვარჯიშობს - პროგნოზი მონცასთან მატჩის წინ

1 month ago 23
  • ნაპოლის ქართველმა შემტევმა 3 აპრილსაც მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა
  • ამის მიუხედავად, კვარას მონცასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებენ  

მართალია, ნაპოლიში საქართველოს ნაკრებიდან ტრავმით დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დრომდე განცალკევებით ვარჯიშობს, მაგრამ რამდენიმე იტალიური წყარო დაბეჯითებით წერს, რომ 23 წლის ქართველი შემტევი აუცილებლად გაყვება გუნდს მონცაში და ძალიან მაღალი ალბათობით, მოედანზეც პირველი წუთებიდანაც გავა.

ხვიჩამ ტრავმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, საბერძნეთთან ისტორიულ მატჩში (0:0, პენ: 4:2) მიიღო. კვარამ "დინამო არენაზე" საზარდული გაიჭიმა და მოედანი 109-ე წუთზე დატოვა. ნეაპოლიში დაბრუნებულ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და "მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა" დაუდგინდა. ტრავმის გამო ქართველმა ფეხბურთელმა ატალანტასთან 30-ე ტურის პრინციპული მატჩი გამოტოვა, რომელიც “მარადონაზე” სტუმრებმა ანგარიშითი 3:0 მოიგეს.

ფრანჩეკო კალცონას ხვიჩას დახმარება ძალიან სჭირდება

ნაპოლი სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრას სტუმრად მონცასთან 7 აპრილს ჩაატარებს. გამოცემა Il Mattino დღევანდელ ნომერში ქართველ ფეხბურთელზე წერს: "იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესი მცირე შეყოვნებით წარიმართება, ეჭვი თითქმის არავის ეპარება იმაში, რომ ის მონცაში მოედანზე გავა”. 

კიდევ უფრო თამამ პროგნოზს აკეთებს Corriere dello Sport, რომლის ცნობით, კვარაცხელია უკვე გამოჯანმრთელდა და მონცასთან შეხვედრაში ნაპოლის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"ქართველი, რომელსაც საზარდულის და მარცხენა ფეხის კუნთის კონტრაქტურის პრობლემა აწუხებს, მზადაა, თანაგუნდელებს შეუერთდეს. მისი მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა და მონცასთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება", - წერს იტალიური მედია.

ნაპოლიმ 3 აპრილსაც ხვიჩას გარეშე ივარჯიშა

ნაპოლის სერია A-ში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. ფრანჩესკო კალცონას გუნდი 7 აპრილს სტუმრად მონცას დაუპირისპირდება, რომელიც 42 ქულით მე-11 ადგილზეა.

სრულად წაკითხვა