ხვიჩა კვარაცხელიას ბარსელონასთან თამაშს მან.სიტის სკაუტი დაესწრო

2 months ago 32

HITC-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელიას ბარსელონასთან თამაშს მან.სიტის სკაუტი დაესწრო.

უცხოურ მედიაში უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ინგლისელთა ინტერესის შესახებ იწერება, რომლებსაც დიდი თანხის გადახდის არანაირი პრობლემა არ აქვთ, რაც აურელიო დე ლაურენტისის პრიორიტეტია ხვიჩას გაშვების შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა, იწერება ისიც, რომ დე ლაურენტისს პირველ რიგში კვარას შენარჩუნება სურს, რადგან ნაპოლის პრეზიდენტი არ აპირებს, რომ შეტევის ორივე ლიდერი ერთ სეზონში გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა