გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ხობში, ერთ-ერთ სოფელში, შუა ხნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც წყარო გვიყვება, მან დაზიანებები ცივი იარაღით მიიყენა.
“საშინელი ტრაგედია დატრიალდა. როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, ყელი გამოიჭრა. სხვა დეტალები, უცნობია”,-აცხადებს წყარო გურია ნიუსთან.
ფაქტს ადასტურებს მერის წარმომადგენელი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს და ტელეფონს გვითიშავს.
“გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც უწყებაში გვიტხრეს, მომხდარზე გამოძება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.