ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალეს

1 week ago 13

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრესტიჟულ ჰარვარდის უნივერსიტეტს აუკრძალა უცხოელი სტუდენტების მიღება.

უნივერსიტეტს შესაბამისი სერტიფიკატი 22 მაისს გაუუქმა შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა.

ფედერალური უწყების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი ვეღარ შეძლებს უცხოელი სტიდენტების მიღებას, ხოლო ის უცხოელები, რომლებიც ჰარვარდში უკვე სწავლობენ, სხვა უნივერსიტეტებში უნდა გადავიდნენ, ან იურიდიულ სტატუსს დაკარგავენ.

შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაადანაშაულა ძალადობისა და ანტისემიტიზმის ხელშეწყობასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში. ნოემის თქმით, ჰარვარდის უნივერსიტეტს ბევრჯერ ჰქონდა სწორად მოქცევის შესაძლებლობა, მაგრამ უარი თქვა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტორს განცხადებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელმძღვაბელობამ შექმნა სახიფათო ვითარება, „ანტიამერიკელ და პროტერორისტულ აგიტატირებს“ მისცა ძალადობის შესაძლებლობა ცალკეულ პირებზე, მათ შორის ებრაელ სტუდენტებზწ და სასწვალებლად მიიღო წარმომადგენლები ჩინეთის კომუნისტური პარტიის გასამხედოებული დაჯგუფებიდამ, რომელსაც კავშირი აქვს უიღურების გენოციდთან

ჰარვარდის უნივერსიტეტმა, რომლის სტუდენტების დაახლოებით 27% უცხოელია, შიდა უსაფრთხოების მინისტრის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.

უნივერსიტეტის განცხადებით, ეს არის ანგარიშსწორება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჰარვარდს, არამედ ქვეყანასაც და ძირს უთხრის უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით მისიას.

2025 წლის აპრილში აშშ-ის მთავრობამ ჰარვარდის უნივერსიტეტს გაუყინა ორ მილიარდ დოლარზე მეტის დაფინანსება მას შემდეგ, რაც პრესტიჟულმა უმაღლესმა სასწავლებელმა უარი თქვა ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე მოთხოვნის შესრულებაზე. მათ შორის იყო სტუდენტების და თანამშრომლების შეხედულებების აუდიტი.

ჰარვარდის უნივერსიტეტმა მთავრობის გადაწყვეტილება გრანტის გაყინვის შესახებ სასამართლოში გაასაჩივრა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას მოჰყვა ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში.

2025 წლის აპრილის ბოლოს ჰარვარდმა გამოაქვეყნა ორი კრიტიკული ანგარიში უნივერსიტეტის კამპუსში ანტისემიტური და ანტიისლამური განწყობების შესახებ. ამასთან, ჰარვარდის პოზიციაა, რომ აუცილებელი რეფორმები თავად უნივერსიტეტმა უნდა ჩაატაროს და არა გარედან ზეწოლით.

მაისის დასაწყისში პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს ართმევს გადასახადებისგან გათავისუფლებულის სტატუსს.

სრულად წაკითხვა