ბორელი: ევროკავშირი საქართველოს ტრაექტორიით უაღრესად, სულ უფრო მეტად შეშფოთებულია

1 month ago 33
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. წყარო: REUTERS

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის “უაღრესი” და მზარდი შეშფოთება საქართველოს ტრაექტორიის თაობაზე. ამის შესახებ მან 29 აგვისტოს  ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

“ჩვენ საქართველოში არსებული მდგომარეობა მოკლედ მიმოვიხილეთ. ჩვენ უაღრესად და სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვართ ამ ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორების ტრაექტორიით”, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” აქტიურად აკრიტიკებს “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღების, გაძლიერებული ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. გაერთიანებაში რამდენჯერმე აღინიშნა, რომ “ოცნებისთვის” საპასუხოდ ყველა შესაძლებლობა განიხილება. მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროკავშირმა უკვე შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და გაყინა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა