გიგა ოჩხიკიძემ პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

1 month ago 42
Giga Ochkhikidze. Source: 1TV.ge

33 წლის ქართველმა პარაოლიმპიელმა სპორტსმენმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ოქროს მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც ქვეყანამ 2024 წლის პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მიიღო.

ოჩხიკიძეს გამარჯვებისკენ რთული გზა გაიარა. თავდაპირველად, იგი ოქროს მედლით 1 სექტემბერს სტად დე ფრანსზე დაჯილდოვდა, თუმცა შემდეგ ეს ჯილდო ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც მაროკომ და ირანმა გაასაჩივრეს ოჩხიკიძის ნასროლი. პარაოლიმპიურმა კომიტეტმა თავდაპირველად საჩივარი დააკმაყოფილა, თუმცა კომიტეტთან ქართული დელეგაციის კონსულტაციის შემდეგ, ოჩხიკიძის მედალი და მსოფლიო რეკორდი აღუდგინეს. 

გიგა ოჩხიკიძე საქართველოს ისტორიაში მეორე პარაოლიმპიელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში 9.66 მეტრი დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 14 სპორტსმენი ექვს სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობს.

საქართველომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშები შვიდი მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა