დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ოქტომბერი

6 days ago 13
დღეს 2024 წლის 16 ოქტომბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
იდეალური დღეა მეგობრული შეხვედრებისთვის, დროის მხიარულად გატარების, სეირნობისთვის და ა.შ. სერიოზული საქმეებისთვის კი არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, მოდუნდით, დაივიწყეთ პრობლემების შესახებ და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით შეხედეთ.
ვერძი: თქვენმა ენთუზიაზმმა დღეს, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიღოს. იმის ნაცვლად, რომ წინ წახვიდეთ, თქვენმა გულმოდგინე სწრაფვამ გარშემომყოფებში შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს და ამან დაამუხრუჭოს თქვენი წამოწყებები. მსგავსი რომ არაფერი მოხდეს, ასტროლოგები გირჩევენ, დაზოგოთ თქვენი ენერგია და დღე ახლობლებთან ურთიერთობებში გაატაროთ და მხოლოდ საჭიროების დროს ზომიერად იმოქმედოთ.
კურო: ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დაისვენოთ. ეს თქვენთვის აუცილებელია, რათა აღიდგინოთ გამოფიტული ენერგია და სასიცოცხლო ძალები. გარშემომყოფების გაგების იმედი არ გქონდეთ, ამიტომ მოგიწევთ მოიფიქროთ, როგორ უნდა შექმნათ საქმიანობის იმიტაცია ისე, რომ არც თქვენი თავი და არც სხვები არ დააზარალოთ. მოგიწევთ გარკვეული საქმეების სხვებისთვის გადაბარება, ზოგის – გადადება.
ტყუპი: კარგი „შეჯანჯღარება“ გჭირდებათ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველაფერი სულერთია თქვენთვის. სინამდვილეში კი ემოციები რუტინამ დაახშო, და თუ შეძლებთ დღეების გამრავალფეროვნებას, ჩამქრალ ენთუზიაზმსაც გააცოცხლებთ. იქნებ, ღირს საქმეების გადადება და სადმე დასასვენებლად წასვლა? ან ახალი საქმის დაწყება... მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს მცირე ავანტიურა ნამდვილად წაგადგებათ.
კირჩხიბი: ნებისმიერი მექანიზმი, რომლის „ჭანჭიკიც“ თქვენ ხართ, შესაძლოა, მოიშალოს. და თუმცა ეს ჩავარდნები, უპირატესად, წვრილმანებში გამოვლინდება, ამან შეიძლება თქვენი ყურადღება გადაიტანოს და გონების მოკრება გაგიჭირდეთ. როგორც შედეგი, დღეს ტრაბახის მიზეზი არ გექნებათ. სხვათა შორის, საერთო პრობლემების ფონზე დღეს თქვენგან არც არავინ ელოდება განსაკუთრებულ გმირულ მოქმედებებს.
ლომი: ვარსკვლავები კატეგორიულად გირჩევენ, მარტომ არ იმოქმედოთ. ეს ის დღეა, როდესაც დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ მაინც ცდით, შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მოგიწევთ გარშემომყოფებთან კონსულტაციის, მათი მოსაზრებების მოსმენისა და კომპრომისზე წასვლის გზით. სამაგიეროდ, შედეგი გაგახარებთ.
ქალწული: არ ღირს ავანტიურაში ჩაბმა არც სამსახურში, არც პირად ცხოვრებაში და სხვა საქმეებში. სადაც ოდნავ მაინც იღბლის იმედი გექნებათ, ჩავარდნაა მოსალოდნელი. იღბალი თქვენთვის დღეს „შვებულებაშია“. უსიამოვნებები რომ აიცილოთ თავიდან, დიდი ძალისხმევა არ გჭირდებათ, უბრალოდ, არ უნდა გარისკოთ და ყველაფერში ნაცად, კონსერვატიულ გზებს მიმართოთ, ასევე მარტივი მიმდინარე საქმეები გააკეთოთ.
სასწორი: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა არ ივარგებს – ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეცდომები შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლოა, ვერ შენიშნოთ ის, რაც თქვენ ცხვირწინ დევს, ან ელემენტარულ საკითხში „ჩაიჭრათ“, შესანიშნავად გამოგივათ მეწყვილესთან ერთად მუშაობა – თუ ახლობელი ადამიანი დათანხმდება თქვენს „გაკონტროლებას“, ბევრად ყურადღებიანი და ნაკლებად გონებაგაფანტული იქნებით.
მორიელი: დღეს არ ღირს დიდ პროექტებთან შეჭიდება, რომლებშიც სხვებიც მონაწილეობენ. დიდი ალბათობით, ვერაფერს მიაღწევთ. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ნებისმიერ ერთობლივ წამოწყებაზე. ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც შეიძლება დღეს გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. აქედან გამომდინარე, ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ პროექტებზე, რომლებზეც პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, მოაწყოთ საკუთარი პროექტის ან საკუთარი თავის პრეზენტაცია – გარშემომყოფები ამას შესანიშნავად შეხვდებიან. დღეს ხატოვნად და ემოციურად გამოხატავთ ყველაფერს და ეს სწორედ ის ენაა, რომელსაც ირგვლივ მყოფები „ფრიადზე“ შეაფასებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს მსმენელის გონება არ უნდა გადაღალოთ ციფრებითა და ფაქტებით – საკმარისია დადებითი „გადამდები“ ემოციები.
თხის რქა: უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ ყველაფერი ისეთი არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამასთან, სიურპრიზები შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უარყოფითი. მაგალითად, შესაძლებელია სირთულეები საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია, გადაწყვეტილი გგონიათ. ამავდროულად, რაღაც რთული საკითხები თავისთავად შეიძლება მოგვარდეს. ასე რომ, ნებისმიერი მოულოდნელობისთვის იყავით მზად.
მერწყული: არანაირი განწყობა არ გაქვთ, რომ საკითხები გააანალიზოთ და დეტალებში გაერკვეთ. მზად ხართ, გადაწყვეტილებები გულისხმის კარნახით, გზადაგზა მიიღოთ. თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს ინტუიციის ნდობა არ შეიძლება. მისი კარნახით მიღებული გადაწყვეტილებები, დიდი ალბათობით, არასწორი აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, ფრთხილად იყავით.
თევზები: დიდი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით იმ საქმეებში, რაც სარისკო პროექტებსა და ავანტიურებს ეხება. ექსპერტები გირჩევენ, რომ დღეს იღბლის იმედი არ გქონდეთ. თუ მოგეჩვენათ, რომ შანსი თვითონ გივარდებათ ხელში, გაითვალისწინეთ, რომ გარისკვა არ ღირს. ყველაზე გონივრული იქნება, დაიცადოთ, დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვლება და მერე დაუბრუნდებით პროექტს.
სრულად წაკითხვა