თბილისში ავარია მსხვერპლით დამთავრდა

6 days ago 10
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ხეს შეეჯახა - შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სრულად წაკითხვა