უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

1 month ago 43
წყარო: Rand Corporation

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. ინფორმაცია ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ „სამოქალაქო საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 აგვისტოს დაუდასტურა.

ვიქტორ კიპრიტიდი. წყარო: რადიო თავისუფლება

ვიქტორ კიპრიტიდის ვაჟმა, გიორგი კიპრიტიდიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ვიქტორ კიპრიტიდი ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, დაბომბვისას დაიჭრა და 23 აგვისტოს კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახს არ აქვს ინფორმაცია თუ სად ან როდის დაიჭრა ის.

ვიქტორ კიპრიტიდი აფხაზეთიდან დევნილი იყო. ის იყო პროფესიონალი სამხედრო და იბრძოდა 90-იან წლებში აფხაზეთში, 2008 წელს – აგვისტოს ომში. ვიქტორ კიპრიტიდი უკრაინაში იბრძოდა 2014 წლიდან.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 56 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა