ქართველმა მსროლელმა პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

1 month ago 37
ქართველი პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული. წყარო: 1tv.ge

ქართველმა მსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ქვეყანას მეოთხე მედალი მოუტანა.

ოქროს მედალი სერბ მეტოქეს, დრაგან რისტიჩს, ბრინჯაო კი ბრიტანელ ტიმ ჯეფერის ერგო.

ვლადიმერ ჭინჭარაულის ვერცხლი მეოთხე მედალია საქართველოსთვის პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე. მანამდე ბრინჯაოს მედალი ნინო თიბილაშვილმა მოიპოვა ეტლით ფარიკაობაში. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი 19 წლის პარატაეკვანდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიგო, ხოლო ოქროს მედალი ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა.

პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 14 სპორტსმენი ექვს სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა