ქობულეთში ავარიას ორსული ქალი ემსხვერპლა

1 week ago 14
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ქალი ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომობილში მასთან ერთად მჯდარი ორი პირი დაშავდა. დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ- ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სრულად წაკითხვა