ჯოზეფ ბორელი: არჩევნები საქართველოში სიმართლის მომენტი იქნება

5 days ago 18
ჯოზეფ ბორელი თბილისში. ფოტო: EEAS

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა. სხვა საკითხებთან ერთად, საბჭოს სხდომაზე, რომელიც 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში იმართება, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.

„საქართველოში აშკარად არის დემოკრატიული უკუსვლა. შემდეგი არჩევნები იქნება სიმართლის მომენტი და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა გზით უნდა რომ წავიდეს: ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, – განაცხადა ბორელმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა