აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ 17 ოქტომბერს საქართველოში მოახლოებული არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა. კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „პატივი სცეს ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე აღებულ ვალდებულებას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“.
განცხადებაში ნათქვამია: „ხელისუფლების ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.
კომისია აცხადებს, რომ „ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ საკუთარი ლიდერები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, დამოუკიდებელი დამკვირვებლების მონიტორინგით და პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა“.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/08/2024 – აშშ-ის ჰელსინკის კომისია სახდეპს „ქართული ოცნების“ საქმიანობის „დამფინანსებელ“ თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან დაპირისპირებისკენ მოუწოდებს
- 31/10/2024 – ჰელსინკის კომისია ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
- 21/06/2024 – „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში მოხსენებით წარსდგა
- 26/04/2024 – აშშ-ის ჰელსინკის კომისია „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ განცხადებას აქვეყნებს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
16/10/2024 - 17:15
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები – სიახლეების ბლოგი
16/10/2024 - 12:15
სუსი: არჩევნების წინ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელება იგეგმება
15/10/2024 - 16:46
პესკოვი: რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს არჩევნებში
15/10/2024 - 12:58
ბორელი: „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიანიშნებს
13/10/2024 - 20:47
ეუთო/ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში
13/10/2024 - 14:13