17 წლიანი პატიმრობა ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

1 week ago 16
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მის თანამზრახველს - 16 წლით, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 21 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლეს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.
დაკავებულებს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე წარედგინათ.
სრულად წაკითხვა