2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობით ოკუპირებული აფხაზეთი მეორე ადგილზეა

1 month ago 26
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან, 19 მაისი, 2023, ფოტო: გურამ მურადოვი/Civilge

2024 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში და პირიქით. ამავდროულად, გაიზარდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვიზიტების რაოდენობა რუსეთში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს რუსეთის ფედერალურ სტატისტიკურ სამსახურზე დაყრდნობით.

ოკუპირებული აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის მეორე ყველაზე პოპყულარული მიმართულებაა. რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობამ ოკუპირებულ რეგიონში 2.1 მილიონს მიაღწია, რაც 2.5%-ით მეტია გასული წლის ამევე პერიოდთან შედარებით. ვიზიტები დანარჩენ საქართველოში (ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამოკლებით) ასევე გაიზარდა და 498.5 ათასს მიაღწია, რაც 31.3% მეტია გასულ წელთან შედარებით.

ამასთან, გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში – 339.6 ათასი ვიზიტით რეგიონი მეორე ადგილს იკავებს სიაში, ჩინეთის შემდეგ (დსთ-ს ქვეყნები ამ სტატისტიკაში არ მოხვდნენ). ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ასევე ფიგურირებს იმ ადგილების ტოპ ათეულში, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რუსეთში. რუსეთის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მიხედვით, ტოპ-ათეულში ასევე შედის საქართველო: ვიზიტები საქართველოდან (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2.4-ჯერ გაიზარდა და 75.5 ათასს მიაღწია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა