#OK! დევიდ კომა – ვარსკვლავების რჩეული ქართველი დიზაინერი

1 day ago 2

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი დევიდ კომა იმ იშვიათ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ახასიათებთ ესთეტიკური თვითმყოფადობა, პერფექციონიზმის შეგრძნება და ინდივიდუალური ხასიათი.

სტრუქტურირებული კოსტიუმები, გამოყვანილი წელი, არქიტექტურული სილუეტები, ელეგანტურობისა და გრაციოზულობის ნაზავი − ეს სწორედ ის დეტალებია, რომლებსაც დევიდ კომას კოლექციების დათვალიერების დროს ვაწყდებით. სწორედ ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა დიზაინერმა საკუთარი საქმიანობით მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

დევიდ კომას აქვს სტრუქტურის განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც ქალის სილუეტს მიმზიდველ ფორმებს აძლევს. მისი სამოსი პერფექციონისტი მხატვრის ნამუშევრებს ჰგავს, რომელიც მინიმალისტური დეტალებით, სკულპტურული სიზუსტითა და აკურატულობით ქალის ფორმებს გამოკვეთს და მის სხეულს უფრო მიმზიდველად წარმოაჩენს. კომას დიზაინი კი თავისებურად ცხადყოფს მის აშკარა შეხედულებებს და ყურადღებას თავის შემოქმედებითობაზე ამახვილებს.

„ქალის ფორმებით შეპყრობილი ვარ. როდესაც დიზაინს ვქმნი, ყოველთვის სხეულზე ვმუშაობ, რათა ქალის ბუნებრივი სილამაზე უფრო გამოიკვეთოს… ვფიქრობ, როგორ მივანიჭო ძალაუფლება მანდილოსნებს, რადგან ისინი ჩემთვის გმირები არიან − უფრო ძლიერები, ვიდრე მამაკაცები. მოხიბლული ვარ მათი უნარით, როგორ შეუძლიათ კარიერის პარალელურად უპრობლემოდ მოირგონ ქალისა და დედის როლი“.

კომამ 2009 წელს Central Saint Martins-ის დამთავრების შემდეგ დააარსა საკუთარი ბრენდი, რომლის 10 წლის საიუბილეო კოლექცია მაყურებელს გასულ წელს წარუდგინა. დიზაინერმა 2013 წელს Thierry Mugler-ში ჩაანაცვლა Nicola Formichetti, ეს კი მოდის სამყაროში მისთვის ყველაზე ბუნებრივი გადასვლა იყო, რადგან კომას ესთეტიკური სილამაზე აფართოებდა „მუგლერის“ მოდერმიზმსა და ფუტურისტულ დიზაინს, რის გამოც ის ქალის სილუეტსა და სხეულის ლამაზ ფორმებს უკეთ წარმოაჩენდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერული საქმიანობის გამო ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, ქართველი დიზაინერის გული მაინც ლონდონს ეკუთვნის.

„მე გამიმართლა, როდესაც სამ სხვადასხვა ქვეყანაში − საქართველოში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში ვცხოვრობდი (მეოთხე − საფრანგეთი, თუ პარიზში ჩემს რეგულარულ ვიზიტებს ჩავთვლით). თითოეულმა ქვეყანამ ჩემზე სხვადასხვაგვარად მოახდინა ზეგავლენა და დამეხმარა ჩამოვყალიბებულიყავი იმ ადამიანად, რომელიც დღეს ვარ. საქართველოში, თბილისში დავიბადე. ბავშვობიდან მიზიდავდა ხელოვნება, თუმცა ჩემი ოჯახის არცერთ წევრს მასთან პროფესიული შეხება არ ჰქონია. დედას და მამას სურდათ ჩოგბურთის პროფესიონალი მოთამაშე გავმხდარიყავი, რადგან 5 წლიდან ვთამაშობდი. როდესაც განსხვავებული მიმართულებით გადავწყვიტე საქმიანობის დაწყება, ოჯახმა მხარი დამიჭირა“.

 Mugler by David Koma.. Paris ..spring 2015

MUGLER SPRING/SUMMER 2015 BY DAVID KOMA

დევიდმა რამდენიმე წლიანი საქმიანობის პარალელურად, აღმოაჩინა საკუთარი დიზაინის ეთოსი: მარადიული, კულტურული, გრძნობადი, თავდაჯერებული, მაცდური და ფემინური დეტალები კი მისი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილებია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომას დაარსებულმა ბრენდმა 2019 წელს 10 წლის იუბილე აღნიშნა. დიზაინერმა ბრიტანულ Vogue-თან საუბრისას მოდაში ათწლიანი საქმიანობით მიღებული გამოცდილება შემდეგნაირად აღწერა:

„ყოველთვის კრიტიკულად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რასაც ვაკეთებ, მაგრამ როდესაც უკან ვიხედები, 99%-ით ამაყი ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საქმეში მაქსიმუმს ვდებ“.
„მიეცით საკუთარ თავს დრო. მე ათი წელი დამჭირდა, რომ თავი საბოლოოდ კომფორტულად მეგრძნო ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი სცენარით. ახლა მზად ვარ, ისე ვითამაშო, როგორც მსურს“.

David Koma Cruise 2021 | GODUSTYLE

დევიდ კომამ 2021 წლის რესორტ-კოლექცია ქალაქგარეთ შექმნა. პრეს-ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მას შესაძლებლობა მიეცა ქალაქგარეთ არსებულ ცხოვრებას ჭეშმარიტად დაკავშირებოდა, რადგან ცხოვრების უმეტესი ნაწილი დიდ ქალაქებში გაატარა.

დიზაინერს იზიდავს კონცეფციის სრულყოფილება, გლამური და ბრწყინვალება. კომას კოლექციებში წლების გასვლის შემდეგაც კი კონკრეტული დეტალები უცვლელი რჩება, კომფორტის ახალი ელემენტების შერწყმით და უფრო გამარტივებული მინიმალისტური სილუეტების ხაზგასმით დიზაინერი დახვეწილ და პერფექციონისტულ ნამუშევრებს გვთავაზობს. ერთადერთი, რაც ახალ კოლექციაში მკვეთრად შეიცვალა, ეს არის ფონი.

კომასთვის, როგორც ქალაქის მკვიდრისთვის, რომელიც თავისი ფუტურისტული მსოფლმხედველობითაა ცნობილი, ბუნებასთან კავშირი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო ახლის შესაქმნელად. დიზაინერმა რესორტ-კოლექციაშიც შეინარჩუნა თავდაჯერებული სული და წარმოგვიდგინა ნეიტრალური ფერების ნაზავი, რძისფერი კორსეტები, ვარდისფერი cycling-შორტები, მინი ნაქსოვი ბოლოკაბები და ვინილის ქურთუკები.

EMILY RATAJKOWSKI and KARLIE KLOSS at Vogue Foundation Dinner in Paris 07/4/2017 – HawtCelebs

ემილი რატაკოვსკის და კარლი კლოსს  David Koma – ს სამოსში.

„შეპყრობილი ვარ 1960-იანი წლებით. ჩემი ესთეტიკა არის 1980-იანი წლების ფორმების, ძალისა და პოზირების მიქსი, გასული საუკუნის 60-იანი წლების გრაფიკული გაფორმების ელემენტებით“.

Yasmin Wijnaldum for David Koma Resort 2020 | Fashion, Spring fashion, Style

„ბავშვობიდან მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი. მე ავირჩიე, გამომეხატა საკუთარი გრძნობები ტანსაცმელების საშუალებით, ამიტომ ვცდილობ ისე წარმოვიდგინო ყველაფერი, როგორც ფოტო ან ნახატი. ამ დროს უკეთ შევიგრძნობ დროის უწყვეტობასა და მარადიულობას“. 

დევიდ კომასთვის არსებობს „ევოლუცია და არა რევოლუცია“. ოპტიმიზმით განმსჭვალული დიზაინერი ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს და აღნიშნავს:

„მე ოპტიმისტი ვარ. ჩემთვის ცვლილება ნიშნავს გაუმჯობესებას. ეს არის სიახლე და განსხვავებულობა, რომელიც სრულყოფილებისკენ ევოლუციონირდება“.

SARA SAMPAIO at David Koma's 10th Anniversary in New York 10/30/2019 – HawtCelebs

ქართველი დიზაინერი წლების გასვლის შემდეგაც არ კარგავს ინდივიდუალურ სტილს. მის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა კლასიციზმი, მინიმალისტური ელემენტებით. კომას დახვეწილი დიზაინითა და ორიგინალური სტილით შექმნილი სამოსი არაერთხელ მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, ბიონსე, დუა ლიპა, ჯენიფერ ლოპესი, კარა დელევინი, ქენდალ ჯენერი..

სრულად წაკითხვა