#OK! ვინ დგას ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან?

1 day ago 5

ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან ხშირად დგას ადამიანი, რომელიც ეკრანს მიღმა რჩება. ბოლო წლებში უამრავი ცნობილი ადამიანის ტრანსფორმაცია ვიხილეთ, მაგრამ ეს არ იყო იმდენად შესამჩნევი, რამდენადაც პლასტიკურ ჩარევებს ახასიათებს. ამერიკაში ვარსკვლავების სილამაზის ღმერთი გართ ფიშერია (Dr. Garth Fisher) რომელსაც ჰოლივუდში უკვე წლებია „ბუნებრივი ტრანსფორმაციების ოსტატს“ ოსტატს უწოდებენ.

დოქტორ ფიშერი ლოს-ანჯელესში მოღვაწე პლასტიკური ქირურგია, რომელიც ცნობილია თავისი დახვეწილი ტექნიკით, ინდივიდუალური მიდგომით და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპით – პაციენტს არ უნდა ეტყობოდეს, რომ მას ოპერაცია აქვს გაკეთებული. სწორედ ეს გახდა მისი ხელწერა, რის გამოც ყველამ ნდობა გამოუცხადა.

მისი პაციენტები არიან:

კაილი ჯენერი, რომელმაც ტიკტოკზე ღიად და დეტალურად ისაუბრა მკერდის გადიდების პროცედურაზე – 445cc, moderate profile, silicone, ნახევრად კუნთის ქვეშ. საჯაროდ დაასახელა დოქტორი ფიშერი, როგორც ოპერაციის ავტორი და დიდი მადლობა გადაუხადა მას პროფესიონალიზმისთვის.

კრის ჯენერი, რომელმაც 2011 წელს თავისი პირველი ფეისლიფტი გაიკეთა. პროცედურა „Keeping Up with the Kardashians“-ის ერთ-ერთ ეპიზოდშიც კი მოხვდა და ფიშერის ხელწერა საზოგადოებამ მაშინვე იცნო.

კრისტინა აგილერა, რომელიც წლების მანძილზე ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად არასდროს დაუდასტურებია ჩარევა, ცნობილია, რომ აგილერას კონსულტაციები ფიშერთან ჰქონდა და სწორედ მისი დახმარებით მიაღწია მოცემულ შედეგს.

ჰეიდი კლუმი, რომელიც პრესის ინფორმაციით, სწორედ ფიშერის დახმარებით  მინიმალისტურ, ბუნებრივად ახალგაზრდულ იერს წლების მანძილზე ინარჩუნებს.

ჯენიფერ ლოპესი, მიუხედავად იმისა, რომ მას პლასტიკური ოპერაციები არ დაუდასტურებია, ლოს-ანჯელესში გავრცელებულდა ხმები, რომ ფიშერთან მხოლოდ მცირე ინვაზიურ კორექციებზე მიდის.

სრულად წაკითხვა