ზაფხულში ვარსკვლავების ცხოვრება განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში ექცევა. საზოგადოებას აინტერესებს, როგორები ატარებენ დროს საყვარელი მსახიობები, მომღერლები თუ მოდელები. განსაკუთრებით საინტერესოა თუ საქმე ლეონარდო დიკაპრიოს და მის შეყვარებულ ვიტორია ჩერეტის ეხება. ისინი მეგობართან, ტობი მაგუაიერთან ერთად, საფრანგეთში, სენ-ტროპეში ისვენებენ და ცხელ დღეებს ლუქს იახტაზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ატარებენ.
დიკაპრიომ არჩევანი მარტივ და კომფორტულ ჩაცმულობაზე გააკეთა – თეთრი მაისური, შორტები და კედები. ვიტორია ჩერეტიმ კი დასვენების დღეებშიც არ დაივიწყა მოდა და საზაფხულო ჩაცმულობას ელეგანტური დეტალები მოარგო.
წყვილი ბოლოს ერთად ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილში გამოჩნდა. ჩერეტიმ რამდენიმე გამორჩეული ლუქით მიიპყრო ყურადღება, თუმცა, მთავარი მისი კაბის სკანდალი იყო. ინსტაგრამზე ვიტორიამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი საოცარი, ბზინვარე კაბა, რომელიც ჟიზელ ბიუნდჰენს 2003 წლის Met Gala-ზე ეცვა, შემთხვევით დაზიანდა. ჩერეტიმ ვიდეო იუმორით გააზიარა, წარწერით – “before and after”.