ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ე.წ. „დუბაის შოკოლადის“ გარშემო, რომელიც შესაძლოა სალმონელას ინფექციის წყაროს წარმოადგენდეს.საუბარია Emek Gıda-ს მიერ წარმოებულ თურქულ პროდუქტზე, ფისტაშიო-კაკაოს სპრედზე (Pistachio Cacao Cream with Kadayif), რომელიც ამერიკაში იყიდებოდა World Market – ის ქსელში და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) უკვე დაადასტურა, რომ აღნიშნულ პროდუქტს სალმონელას ინფიცირების მინიმუმ ოთხი შემთხვევა უკავშირდება. სამი ადამიანი მინესოტაში და ერთი ნიუ-ჯერსიში დაავადდა მას შემდეგ, რაც ფისტაშიო-კრემის შემცველი დესერტები მიიღეს. ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოშიც კი მოხვდა. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ინფექცია გამოწვეული იყო კონკრეტული პარტიის პროდუქტით – Batch 250401, რომელსაც ვადა 2027 წლის აპრილამდე აქვს. FDA-მ ამ სერიის პროდუქტს Class I კატეგორიის შეწყვეტა (recall) გამოუცხადა, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა ჯანმრთელობას.
Salmonella Oranienburg-ის შტამი, რომელიც ამ შემთხვევებში დადასტურდა, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, რადგან ის იწვევს მწვავე დიარეას, ტემპერატურას, ღებინებას და ზოგად ინტოქსიკაციას. სიმპტომები შესაძლოა გამოჩნდეს პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე საათში ან დღეში
მნიშნელოვანია ყურადღება მიეცქეს ამ საკითხს, რადგან შესაძლოა აღნიშნული პროდუქტი საქართველოშიც მოხვდეს ონლაინ გამოწერის გზით( განსაკუთრებით ამ საუკუნეში, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი შოკოლადებსაც სხვა ქვეყნიდან იწერს).