PREVIEW | ლუის ენრიკე V ბარსელონა - ემოციური დუელი და გაცვლილი როლი

3 weeks ago 18
  • 📅 10 აპრილი | 🏟 პარკ დე პრენსი | ⌚ 23:00 | ⚽ პსჟ V ბარსელონა
  • ლუის ენრიკე ადრე სწორედ პსჟ-ს წინააღმდეგ ქმნიდა ისტორიას
  • პსჟ-ს პრობლემა დაცვის მარჯვენა ფლანგზე აქვს
  • ყველაფერი, რაც ამ თამაშის წინ უნდა იცოდეთ

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ეს ორი გუნდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უპირისპირდება. აქ ერთი დიდი ინტრიგაცაა - ლუის ენრიკე ყოფილ გუნდს უპირისპირდება, გუნდს, რომელსაც 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოაგებინა. ამის მერე ბარსას არათუ ტიტული არ მოუგია ლიგაზე, ფინალშიც არ უთამაშია.

ლა რემონტადა

კატალონიელებისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობაა "ლა რემონტადა" - ცნობილი მატჩი 2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში, როცა მერვედფინალში პარიზში 0:4 წაგების შემდეგ, ბარსელონამ შინ 6:1 გაიმარჯვა. მაშინ ლუის ენრიკე ბარსას წვრთნიდა...

2021-ში მბაპემ ბარსას ორ მატჩში 4 გოლი გაუტანა

პარიზელებმა ამ გუნდების პირველი მეოთხედფინალური დუელი მოიგეს - 1995 წელს - 1:1 ესპანეთში და 2:1 "პარკ დე პრენსზე". ასევე პსჟ-მ მოიგო მათი ბოლო დუელიც, რომელიც 2021 წელს გაიმართა - ლიგის მერვედფინალში პსჟ-მ უმაყურებლო (პანდემიის გამო) "კამპ ნოუზე" ფრანგებმა 4:1 გაიმარჯვეს კილიან მბაპეს ჰეთ თრიკიც და რაღაც დონეზე "ლა რემონტადასთვის" შურიც იძიეს. საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა (კვლავ მბაპემ გაიტანა) და პსჟ ¼ ფინალში გავიდა. 

პსჟ-ს დაცვის მარჯვენა ფრთაზე პრობლემა აქვს - ჰაკიმი დისკვალიფიცირებულია, მისი სავარაუდო შემცვლელი (მუკიელი) - ტრავმირებული. შესაძლოა, ახალგაზრდა ზაირ-ემრის ამ პოზიციაზე მოუწიოს თამაში. ასე რომ, პსჟ ბარსელონას მარცხენა ფლანგიდან შეტევებს უნდა უფრთხოდეს. ბარსა უკვე შეეგუა პედრისა და გავის გარეშე თამაშს, ახლა კი ფრენკი დე იონგის მოედანზე გამოსვლაც საეჭვოა. 

ლუის ენრიკე

ლუის ენრიკე (პსჟ): "ვფიქრობ, გუნდში კარგი განწყობაა, კარგი პერიოდი გვაქვს და არც ზეწოლას განვიცდით. ახლა პსჟ უფრო ამბიციური გუნდია. ძალიან მონდომებულები ვართ, ნახევარფინალში გასვლა გვინდა. ბარსელონას ძალიან კარგად ვიცნობ, მის ფეხბურთელებსაც, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა ეს უპირატესობა ჩემი გუნდისთვის. ემოციურ დონეზე, ეს იქნება დიდებული გამოცდილება, მაგრამ ვგრძნობ, რომ მზად ვარ. ეს ხომ სამუშაოა, უნდა იყო პროფესიონალი. ბარსა მიყვარს, მაგრამ ახლა პირველ რიგში, ჩემს გუნდზე ვფიქრობ".

ჩავი ერნანდესი (ბარსელონა): "ლუის ენრიკეს, მის სტაფსა და ფეხბურთელების ნაწილს ძალიან კარგად ვიცნობ. იმედი მაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ. ვოცნებობ, რომ დავამტკიცებთ - ჩვენც შეგვიძლია ევროპის უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ თანაბრად თამაში. შესაძლოა, პსჟ ფავორიტია, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელი სულაც არ არის. ჩვენი ენთუზიაზმით და მონდომებით შეგვიძლია, რომ არ წავაგოთ ეს შეხვედრა, მაგრამ ეს ყველაფერი მინდორზე უნდა ვაჩვენოთ, სალაპარაკოდ ადვილია. სეზონის უმნიშვნელოვანესი მომენტი დგება". 

საინტერესო ფაქტები

🟠 ბოლო 6 ოფიციალური მატჩიდან პსჟ-მ 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ბარსელონამ 6-დან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. 

🟠 ბარსელონა 11 თამაშია, რაც დაუმარცხებელია, ხოლო ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში გუნდს გოლი არ გაუშვია. 

🟠 წინა სამი მეოთხედფინალური დაპირისპირებიდან შემდეგ ეტაპზე ორჯერ ბარსელონა გავიდა, ერთხელ პსჟ. 

🟠 "პარკ დე პრენსზე" პსჟ-მ ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთ თამაშში შეინახა კარი მშრალად. 

🟠 ბარსელონამ "პარკ დე პრენსზე" ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო პსჟ-ს წინააღმდეგ (2 ფრე, 3 მარცხი). 

🟠 ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოლო 11 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (5 ფრე, 5 წაგება). ის ერთი მოგება "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ იყო. 

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): დონარუმა - ზაირ-ემრი, მარკინიოსი, ლ. ერნანდესი, ნ. მენდეში - ვიტინია, უგარტე, რუისი - დემბელე, მბაპე, ბარკოლა
ტრავმა: კიმპემბე, მუკიელე, ბარკოლა (?), ჰაკიმი (დისკვალიფიკაცია)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელო - დე იონგი, კრისტენსენი, გიუნდოგანი - იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია 
ტრავმა: ბალდე, გავი, პედრი, დე იონგი (?).

სრულად წაკითხვა