THE SHOW MUST GO ON - ფრე რეალისა და სიტის სუპერთრილერში

3 weeks ago 22
  • რეალი 3:3 მანჩესტერ სიტი
  • მატჩის მიმდინარეობისას სიტი ორჯერ იგებდა
  • საპასუხო მატჩი 17 აპრილს მანჩესტერში გაიმართება

ორი დიდი აფეთქება თითო ტაიმში - უამრავი ლამაზი გოლი და შემტევი ფეხბურთის ზეიმი და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ახლა ინგლისში განახლდება, შოუს გაგრძელება გარანტირებულია!

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ დუელში, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" უმასპინძლა მანჩესტერ სიტის და სუპერ თრილერში 3:3 დაუზავდა.

პეპ გვარდიოლამ სკამზე დატოვა გუნდის საუკეთესო ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, ასევე ვერ მოხვდა სასტარტოში მსოფლიოს ჩემპიონი ალვარესიც. კარლო ანჩელოტის, ამ მხრივ, სიურპრიზები არ შემოუთავაზებია. 

არეულ თამაშში ანგარიში მეორე წუთზევე გაიხსნა, როცა ლუნინი ბერნარდო სილვას საჯარიმოს ვერ გაუმკლვდა. რეალმა მალევე შემოატრიალა თამაშის მიმდინარეობა - ჯერ კამავინგას დარტყმულს მიმართულება რუბენ დიაშმა შეუცვალა, შემდეგ კი როდრიგომ გაიტანა. 

იოშკო გვარდიოლმა სიტის მაისურით პირველად გაიტანა

66-ე წუთზე ფილ ფოდენმა ულამაზესი დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 2:2. მატჩი კვლავ გამოცოცხლდა და იოშკო გვარდიოლმა სიტი ისევ წინ გაიყვანა. რეალის პასუხი 79-ე წუთზე ვიხილეთ ვინისიუსის ჩაწოდება და ვალვერდეს დარტყმა ბურთის დაუშვებლად - 3:3. მატჩის მიწურულს ფოდენმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

საპასუხო მატჩი მანჩესტერში 17 აპრილს გაიმართება და ნახევარფინალისტის ვინაობაც იქ გაირკვევა

საინტერესო ფაქტები

🟠 რეალმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოლო 34 მატჩში შეძლო გოლის გატანა (75 გოლი). ბოლოს გუნდმა ეს ვერ მოახერხა 2011 წლის აპრილში გვარდიოლას ბარსელონასთან.

🟠 პირველ 14 წუთში სამი გაოლი გავიდა ლიგის პლეი ოფში ასეთი რამ მხოლოდ მეორედ მოხდა (სიტი-ტოტენჰემი 2019 – 2:2 უკვე მე-11 წუთისთვის). 

🟠 ბერნარდო სილვამ 108-ე წამზე გაიტანა. "ბერნაბეუზე" ამაზე სწრაფად რეალის კარში ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთხელ გაიტანეს - 2018 წელს მარიო მანჯუკიჩმა (იუვენტუსი) – 77-ე წამზე. 

🟠 ამ სეზონში რეალი აქამდე მხოლოდ 26 წუთის განმავლობაში აგებდა ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა დაემატა 18 წუთი. 

🟠 იოშკო გვარდიოლმა სიტის მაისურით კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. 

🟠 ფილ ფოდენმა ამ სეზონში 6 გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან, პრემიერლიგის კლუბების მოთამაშეებისგან ყველაზე მეტი. 

რეალი 3:3 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (2), 1:1 რუბენ დიაში (12-ავტოგოლი), 2:1 როდრიგო (14. ვინისიუსის პასით), 2:2 ფოდენი (66. სტოუნსის პასით), 2:3 გვარდიოლი (71. გრილიშის პასით), 3:3 ვალვერდე (79. ვინისიუსის პასით)

რეალი (4-3-3): ლუნინი - კარვახალი, ჩუამენი, რიუდიგერი, მენდი - ვალვერდე, კროოსი (72. მოდრიჩი), კამავინგა - როდრიგო (71. ბ. დიასი), ბელინგემი, ვინისიუსი (86. ხოსელუ)

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ორტეგა - სტოუნსი, აკანჯი, რუბენ დიაში, გვარდიოლი - როდრი, კოვაჩიჩი - ბერნარდო სილვა, ფოდენი (87. ხ. ალვარესი), გრილიში - ჰაალანდი.

სრულად წაკითხვა