„აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა „ქართული ოცნებისა“

5 months ago 31
" data-medium-file="https://i0.wp.com/civil.ge/wp-content/uploads/2024/05/April-30-May-1-Protest.jpg?fit=300%2C200&ssl=1" data-large-file="https://i0.wp.com/civil.ge/wp-content/uploads/2024/05/April-30-May-1-Protest.jpg?fit=780%2C520&ssl=1"> აქცია "უცხოელი აგენტების" კანონპროექტის წინაღმდეგ, 30 აპრილი - 1 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მღელვარე ღამის შემდეგ, რომლის დროსაც პოლიციამ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები, საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს კენჭს დღეს, 1 აპრილს უყრის. მოქალაქეები კანონპროექტს დედაქალაქში კვლავ გააპროტესტებენ, ამჯერად ბევრი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაც აპირებს ჩამოსვლას.

სხდომა მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის წინა ღამის მოვლენებთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პარლამენტში ინვალიდის ეტლით მივიდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პოლიციამ გუშინდელ აქციაზე სასტიკად სცემა. მისი თქმით, პოლიცია მასზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ეთქვა, რომ მშიშარაა, ემუქრებოდა ცემით, თუ ამას არ გააკეთებდა და უარის თქმის შემდეგ, იგი რამდენიმე პოლიციელმა სცემა. მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა მან თვალით ვეღარ დაინახოს, მაგრამ საქართველო გაახელს თვალს და მკაფიოდ დაინახავს ყველაფერს. მან მმართველ უმრავლესობას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.

სხდომის დაწყებისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს გუშინდელ დარბევასთან დაკავშირებით და კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს. ყველა ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მათ მიკროფონები გამოურთო. ამ დროისთვის სხდომიდან ორი ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი („კანონი და სამართალი“) და სალომე სამადაშვილი („ლელო საქართველოსთვის“) გააძევეს.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა