ამოიღეთ პარლამენტის დღის წესრიგიდან — PACE-ს თანამომხსენებლები „რუსულ კანონზე“

3 weeks ago 14

„ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ თავიდან ინიციირებას საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებიც აკრიტიკებენ.

ისინი განცხადებას ავრცელებენ, სადაც „რუსული კანონის“ დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიონ.

„ამ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის გაწვევასაც შარშან ჩვენ თბილად მივესალმებით, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რასაც ვამბობდით ამ კანონის პირველად შემოტანისას, ძალაში რჩება: არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან,“ — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება ეკუთვნით საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები: კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC).


„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა შარშან მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაგდებული „რუსული კანონი“, ასევე დაარეგისტრირა ჰომოფობიური ხასიათის კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

სრულად წაკითხვა