'არ ვიცოდი, თამაში რამდენ ხანს შეეძლო' - კალცონა კვარაცხელიაზე

3 weeks ago 20

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად მონცა უხვგოლიან შეხვედრაში 4:2 დაამარცხა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა.

...თამაშის შესახებ: "შესვენებაზე ვისაუბრეთ. თამაში დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ, ფეხბურთში კი, ტაქტიკამდე მნიშვნელოვანი სირბილია. ამის ნაცვლად ყოველთვის ბურთის მოლოდინში ვიყავით და ნაკლებად ვმოძრაობდით. მეორე ტაიმში უფრო დიდი ინტენსივობა გვქონდა და ხარისხიც ვაჩვენეთ. ამ გუნდს შეტევაში აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ დაცვითი ხარვეზები მაწუხებს. ამაზე სამუშაოდ 1 კვირა გვქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება პრობლემები. თამაშში გუნდური სულისკვეთებით დავბრუნდით".

...პოლიტანოს და რასპადორის თადარიგში ყოფნაზე: "შეტევაში მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს. კვარაცხელია და ნგონგე ტრავმებიდან ახალი დაბრუნებული არიან და არ ვიცოდი, რამდენ ხანს შეეძლოთ თამაში, ამიტომ ვამჯობინე ისინი თავიდანვე გამომეყენებინა და არა შეცვლაზე. ვინც მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში, კარგად ითამაშეს. ზოგადად, არ მგონია, რომ შეტევაში ნაკლი გვქონდეს".

...ჩემპიონთა ლიგის ზონაზე: "ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ვიცით, რომ რთული იქნება. მაგრამ გვინდა, რომ ქულების მოსაპოვებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ".

კვარამ მონცასთან 68 წუთი ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე აქვს აქტივში (2 მოპოვებული პენალტიც), ხოლო ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.

ნაპოლიმ ამ გამარჯვებით 48 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, ფროზინონეს უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა