აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ენგურის ხიდზე გადაადგილებას შეზღუდავს

4 days ago 11
ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტი, ფოტო: Apsnypress

18 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ 23-დან 30 ოქტომბრამდე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს, ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვის შესახებ გადწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიზანი „რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების“ თავიდან აცილებაა.

შეზღუდვა ზოგიერთ გამონაკლისს ითვალისწინებს, როგორიცაა ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლების დაბრუნება, რომლებიც ამჟამად საქართველოს სხვა რაიონებში იმყოფებიან და ენერგოსისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირება (კომპანია „ჩერნომორენერგოს“ მეშვეობით). საბჭოს სხდომაზე, რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ სამართალდამცავებს „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს მუშაობის გააქტიურება“ დაავალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა