ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

1 month ago 24
პარაოლიმპიელმა ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წყარო: 1tv.ge

ქართველმა პარაოლიმპიელმა სპორტსმენმა ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ფრანგი მოწინააღმდეგე, ბრიანა ვიდი დაამარცხა.

„ეს ჩემთვის მეორე პარალიმპიადა იყო. პირველი ტოკიოში გაიმართა და პანდემიის გამო დარბაზი ცარიელი იყო. ამჯერად სავსე ტრიბუნებმა დიდი ემოცია შემოიტანა“, – უთხრა თიბილაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. „მართალია, ეს ბრინჯაოს მედალია, მაგრამ ჩემთვის ოქროს უდრის“, – დასძინა მან.

ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნინო თიბილაშვილის ბრინჯაო მესამე მედალია საქართველოსთვის პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე. მანამდე ბრინჯაოს მედალი 19 წლის პარატაეკვანდოისტმა ანა ჯაფარიძემ, ხოლო ოქროს მედალი ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვეს.

პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 14 სპორტსმენი ექვს სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა