როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - სექტემბრის მონაცემები

6 days ago 13
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 30 სექტემბრის მდგომარეობით 5,7 მლრდ ლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 13,3 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 49,9 მლნ ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სააგენტომ გამოაქვეყნა საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობის შედეგები 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით.
ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში.
რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) ასეთია:
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. სექტემბრის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 53%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 32%-ს, კონსერვატიულში - 18%-ს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
სრულად წაკითხვა