სევასტოპოლთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა [ვიდეო]

1 month ago 25

ახალი ამბები

28 მარტი, 2024 • 72

სევასტოპოლთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა [ვიდეო]

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლთან რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

ინფორმაციას რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე ადასტურებს ანექსირებული ქალაქის გუბერნატორიც. მისი თქმით, ხომალდი ნაპირიდან 200 მეტრში ჩამოვარდა და მომხდარის შედეგად ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. მისი განცხადებით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და „მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.

დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

    ასევე:
  • 600 ბავშვი დაიღუპა, 1800 დაობლდა – რუსეთის ომის გავლენა უკრაინელ ბავშვებზე
  • რუსეთმა 3 თვეში 32 უკრაინელი ტყვე დასაჯა სიკვდილით — გაერო
  •   საქართველოს მოქალაქეს რუსეთში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს
სრულად წაკითხვა