სომხეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ესტუმრა

1 month ago 41

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა. სომხური მედიის ცნობით, ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური მიწვევით შედგა.

შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან

2 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

🇦🇲🇬🇪1/2: Following the welcoming ceremony at the #Georgian MoD, @ModGovGe,held a private conversation w/the Defence Minister of 🇬🇪,which continued w/expanded delegations.

Highlighted the activation& enhancement of military education coop,&the importance of long-term reg #peace. pic.twitter.com/0p1bgERR8L

— Suren Papikyan (@papikyan_suren) September 2, 2024

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა, სადაც ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ „მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას“. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად“.

ამავე ინფორმაციით, საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა