ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა. სხვა საკითხებთან ერთად, საბჭოს სხდომაზე, რომელიც 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში იმართება, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
„საქართველოში აშკარად არის დემოკრატიული უკუსვლა. შემდეგი არჩევნები იქნება სიმართლის მომენტი და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა გზით უნდა რომ წავიდეს: ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, – განაცხადა ბორელმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/10/2024 – ბორელი: „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიანიშნებს
- 30/08/2024 – ბორელი: ევროკავშირი საქართველოს ტრაექტორიით უაღრესად, სულ უფრო მეტად შეშფოთებულია
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
17/10/2024 - 12:09
ჰელსინკის კომისია: საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ვალდებულებას
16/10/2024 - 17:15
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები – სიახლეების ბლოგი
16/10/2024 - 12:15
სუსი: არჩევნების წინ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელება იგეგმება
15/10/2024 - 16:46
პესკოვი: რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს არჩევნებში
15/10/2024 - 12:58
ბორელი: „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიანიშნებს
13/10/2024 - 20:47