7 გოლი ლიგა 1-ში! მიქაუტაძემ ბრესტთან დუბლი შეასრულა

3 weeks ago 22
  • ბრესტი 4:3 მეცი
  • სტუმრები 3 ბურთით აგებდნენ, მაგრამ თამაშის გადარჩენაც შეეძლოთ 

გიირგი მიქაუტაძის მეცი, მონაკოსთან განადგურების შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ბრესტს ესტუმრა და საოცარ შეხვედრაში 3:4 დამარცხდა.

მეცმა ანგარიში მე-6 წუთზე კუთხურიდან გახსნა - გოლი ისმაელ ტრაორემ გაიტანა. მე-12 წუთზე ბრესტმაც მეტოქეს კუთხურიდან უპასუხა და ამჯერად, ბრენდან შარდონე გამოირჩა. ამის შემდეგ მიქაუტაძე შედევრთან ძალიან ახლოს იყო - ქართველმა ფორვარდმა ბურთი ფლანგზე მიიღო, მცველები და მეკარე მაოტყუა და დაარტყა, თუმცა, ლილიან ბრასიემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

გიორგის მომენტის შემდეგ ბრესტმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში კარში საერთო ჯამში, 8-ჯერ დაარტყეს და ალექსანდრე უკიჯამ 5-ის მოგერიება მოახერხა. წინ ერიკ როის გუნდი მაგარი კომბინაციის შემდეგ გავიდა 31-ე წუთზე გავიდა, რომელიც კამორი დუმბიამ დააგვირგვინა. ორ ბურთამდე უპირატესობა კი 38-ე წუთზე სტივ მუნიემ გაზარდა.

მიმდინარე სეზონში 7 გოლი დაუგროვდა

მეორე ტაიმიც თავიდან იგივე სცენარით წარიმართა და ბრესტი დიდ უპირატესობას ფლობდა. მე-60 წუთზე მარტინ სატრიანომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ისე ჩანდა, თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ საკუთარი გუნდი თამაშში დააბრუნა - ჯერ მან 74-ე წუთზე არტურ ატას პასი გამოიყენა, ერთი-ერთზე გავიდა და მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი, შემდეგ კი დამატებაზე გაიტანა და სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა. რაც შეეხება მეცს, ლასლო ბოლონის გუნდი 23 ქულით მე-17 ადგილზეა და შემდეგ ტურში ლანსს უმასპინძლებს.

ბრესტი 4:3 მეცი

გოლები: 0:1 ტრაორე (6), 1:1 შარდონე (12), 2:1 დუმბაი (31), 3:1 მუნიე (38), 4:1 სატრიანო (60), 4:2 მიქაუტაძე (74), 4:3 მიქაუტაძე (80).

სრულად წაკითხვა