ვეწინააღმდეგები – სტოლტენბერგი “ოცნების” რუსულ კანონზე

3 weeks ago 23

ახალი ამბები

ვეწინააღმდეგები – სტოლტენბერგი “ოცნების” რუსულ კანონზე

4 აპრილი, 2024 • 115

ვეწინააღმდეგები – სტოლტენბერგი “ოცნების” რუსულ კანონზე

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” მიერ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. საუბარია რუსულ კანონზე, რომელიც ერთი წლის წინ საყოოველთაო პროტესტის ფონზე გაიწვია “ოცნებამ” და განაცხადა, როომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. 

სტოლტენბერგმა ამ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებაზე დასმულ კითხვას 4 აპრილს, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. 

მისი თქმით, ეს ინიციატივა რეალურად საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგაა, რომელსაც გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებაზეც, ამიტომ ეწინააღმდეგება ამ კანონის ხელახალ ინიცირებას.


  • „ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.
  • კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
  • კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი

    ასევე:
  • რატომ არ ჰგავს „რუსული კანონი“ ამერიკულსა და ავსტრალიურს – ეუთო/ოდირის განმარტება
  • ეწინააღმდეგება ქართველების ევროპულ მისწრაფებას- ევროპარლამენტარი რუსულ კანონზე
  • ვერ მივიღებთ სასიცოცხლო სერვისებს – შშმ პირები და ორგანიზაციები რუსულ კანონზე 
სრულად წაკითხვა