მამარდაშვილის მე-11 მშრალი მატჩი სეზონში - ვალენსიამ მოიგო და ცხრილში მე-7-ეა 

3 weeks ago 23
  • გრანადა 0:1 ვალენსია
  • გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურში შეუცვლელად ითამაშა

გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ 26-ე ტურის გადმოტანილი მატჩი მოიგო სტუმრად გრანადასთან 1:0 და ლა ლიგაში მე-7 ადგილზეა. "ღამურები" ევროზონას მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან. 

გიორგიმ ამ სეზონში ყველა (30) მატჩი შეუცვლელად ითამაშა ლა ლიგაში, მან უკვე მე-11-ედ დაიცვა კარი მშრალად. ქართველ გოლკიპერს მხოლოდ პირველ ტაიმში ჰქონდა საქმე, როცა 3 "სეივი" მიითვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 27-ე წუთის ეპიზოდი, როცა მან ფაკუნდო პელისტრის დარტყმა მოიგერია კუთხურზე. 7.3 შეფასება WhoScored-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში გიორგის 2 მატჩიღა აშორებს საიუბილეო, მეასე შეხვედრას. 

77-ე წუთზე პორტუგალიელმა ანდრე ალმეიდამ გამარჯვების გოლი გაიტანა. ვალენსიას 44 ქულა აქვს და ცხრილში მე-7-ეა. 15 აპრილს "ღამურები" პამპლონაში ოსასუნას ესტუმრებიან. 

გრანადა 0:1 ვალენსია

გოლი: 0:1 ანდრე ალმეიდა (77)

სრულად წაკითხვა